ჩემი პირადი აზრია, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს პრემიერობის კანდიდატად - გიგი უგულავა

სულ ნახვები : 123
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩემი პირადი აზრია, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს პრემიერობის კანდიდატად - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგი უგულავამ ფორმულას ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, სწორედ სალომე ზურაბიშვილმა უნდა გამოაცხადოს, რომ „ოცნება“ არის დამარცხებული, გაიმარჯვა ქართულმა ოპოზიციამ და გაიმარჯვა ევროპულმა გზამ.

„ჩემი პირადი აზრია, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს პრემიერობის კანდიდატად და 10-ის ნახევარზე, როდესაც 4 მთავარი გასული პოლიტიკური ძალის მიერ დაფიქსირდება გამარჯვება, უნდა იდგეს სალომე ზურაბიშვილი, უნდა იყოს 80 დეპუტატი თუ რამდენიც იქნება უმრავლესობა და უნდა გამოაცხადოს, რომ „ოცნება“ არის დამარცხებული, გაიმარჯვა ქართულმა ოპოზიციამ და გაიმარჯვა ევროპულმა გზამ“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა