საქართველოს მხრიდან ეკონომიკური სანქცია რუსეთისთვის არაფერს წარმოადგენს - ვოლსკი

სულ ნახვები : 87
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მხრიდან ეკონომიკური სანქცია რუსეთისთვის არაფერს წარმოადგენს, მაგრამ საქართველოსთვის ეს იქნება ეკონომიკურად დამანგრეველი ეფექტის. უფრო მეტიც, აუცილებლად გამოიწვევს გარკვეულ დაპირისპირებას, რომელიც ადვილად შეიძლება გადაიზარდოს სამხედრო დაპირისპირებაში – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი ამბობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას განიხილავს როგორც ანტიქართულ რეზოლუციას.

„მთელი რიგი ევროპული ქვეყნები გაცილებით ინტენსიურად და დიდი მასშტაბით ვაჭრობენ რუსეთის ფედერაციასთან, ენერგორესურსები იქნება თუ სხვა. მაგალითად, ლიეტუვა საქართველოზე მეტ ღვინოს აწვდის რუსეთს, რაც საკვირველია ნამდვილად, მაგრამ რატომღაც საქართველოს მიმართ არის ეს მოთხოვნა. კარგად გვესმის, რომ მსოფლიო დაპირისპირებების პირობებში, საქართველოსადმი რუსეთის აგრესია გარკვეულ რესურსს შეუქმნის ამ საომარი მოქმედებების, დაპირისპირებული მხარეების ერთ ფრთას, მაგრამ საქართველოსთვის დამღუპველი აღმოჩნდება. საქართველოს მხრიდან ეკონომიკური სანქცია რუსეთისთვის არაფერს წარმოადგენს, მიზერია მთლიან მის ეკონომიკაში, მაგრამ საქართველოსთვის იქნება ეკონომიკურად დამანგრეველი ეფექტის მქონე. უფრო მეტიც, ეს აუცილებლად გამოიწვევს გარკვეულ დაპირისპირებას, რომელიც ადვილად შეიძლება გადაიზარდოს სამხედრო დაპირისპირებაში. ასე რომ, ჩვენ ამ რეზოლუციას განვიხილავთ, როგორც ანტიქართულ რეზოლუციას, არა მთავრობის საწინააღმდეგოს, არამედ ანტიქართულ რეზოლუციას, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტები მხარს უჭერენ“  – განაცხადა ვოლსკიმ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა