26 ოქტომბერს მთელი საქართველო მივდივართ არჩევნებზე, ოღონდ არ ჩევნებზე, სადაც ცვლილებები უნდა მოვუტანოთ ჩვენს მომავალს - ნიკა მელია

სულ ნახვები : 89
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

26 ოქტომბერს მთელი საქართველო მივდივართ არჩევნებზე, ოღონდ არ ჩევნებზე, სადაც ცვლილებები უნდა მოვუტანოთ ჩვენს მომავალს  - თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ქუთაისში, მხარდამჭერისას.

მისი განცხადებით, ჩვენი მშობლები, შვილები იმსახურებენ, რომ მოესწრონ ბედნიერ, გალაღებულ, განვითარებულ, ძლიერ, მდიდარ სახელმწიფოს.

"26 ოქტომბერს მთელი საქართველო მივდივართ არჩევნებზე, ოღონდ არ ჩევნებზე, სადაც ცვლილებები უნდა მოვუტანოთ ჩვენს მომავალს, ჩვენს შვილებს და ჩვენს მშობლებსაც, რომელბიც იმსახურებენ, რომ მოესწრონ ბედნიერ, გალაღებულ, განვითარებულ, ძლიერ, მდიდარ სახელმწიფოს.

ეს შეუძლებელია არ მოხდეს - როგორ შეიძლება ვიდგეთ ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან და გაუთავებლად ვსაუბრობდეთ პრობლემებზე წლების განმავლობაში იმ ქალაქში, იმ მხარეში, იმ რეგიონში, რომელსაც აქვს უდიდესი შესაძლებლობები - ამ ხელისუფლებამ შექმნა კრიზისი და უნდა, რომ ყველამ ვილაპარაკოთ გაუთავებლად პრობლემებზე და ამ პრობლემების გადაწყვეტას, დღის სინათლე არ ეღირსოს.

არა, ჩვენ ვსაუბრობთ შესაძლებლობებზე, არამხოლოდ ვსაუბრობთ, ვმოქმედებთ და ვუმტკციებთ თითოეულ ჩვენგანს, რომ საქართველოს, 26 ოქტომბერს, შეუძლია გაარღვიოს მანკიერი წრე"- თქვა მელიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა