თუ გადავხედავთ წინა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდს, ეს არჩევნები მეტი სიმშვიდით ხასიათდება - იოსელიანი

სულ ნახვები : 82
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თუ გადავხედავთ წინა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდს, ეს არჩევნები მეტი სიმშვიდით ხასიათდება  - ამის შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა.

მისი თქმით, ამას ადასტურებს ის სტატისტიკა, რომელიც მომართული განცხადებების საშუალებით შეიძლება არსებობდეს. ადრე ასეთი მომართვიანობა ძალიან მაღალი იყო.

“წინასაარჩევნო პერიოდში ნამდვილად მნიშვნელოვანი არის სახალხო დამცველისა და მისი აპარატის როლი იმ პრობლემების წარმოსაჩენად და საზოგადოებისთვის მისატანად, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ამ პერიოდის განმავლობაში. საქართველო ამ მხრივ საკმაოდ გამორჩეული ქვეყანაა, ემოციები მაღალი არის და წინასაარჩევნოდ ის კიდევ უფრო იზრდება, დაპირისპირება მაღალია, პოლარიზაცია მაღალია და ჩვენ ვხედავთ, რომ ხშირი არის გადაცდომები, ხშირი არის ისეთი ფაქტები, რომლებიც, შეიძლება, სისხლის სამართლის ნიშნებსაც ატარებდეს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის პირადად არ მოუმართავს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, არც ერთ სუბიექტს, ჩვენ ჩვენი ინიციატივით დავიწყეთ ასეთი საქმეების შესწავლა და, მათ შორის, სოციალური მედიით გასაჯაროებული ფაქტების. ყველა ასეთ ფაქტზე დავიწყეთ რეაგირება, ინფორმაციის გამოთხოვა იმისთვის, რომ არც ერთი ფაქტი, რომელიც ჩვენი ხედვის არეალში მოხვდება, რეაგირების გარეშე არ დარჩეს.

ჩვენ გამოვაქვეყნეთ 15 ფაქტი და ეს ფაქტები დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა - იყო ზეწოლის, მოსყიდვის, დაშინების, საარჩევნო სუბიექტის კამპანიის დროს ხელის შეშლის ფაქტები და ა.შ.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენ არ გვაქვს რაიმე ტიპის პოლიტიკური, ან სხვა ტიპის ინტერესი, ჩვენ ვაფიქსირებთ როგორც ოპოზიციის მიმართ არსებულ ხელშეშლას, ისე “ქართული ოცნების” მიმართ.

დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ გავუგზავნეთ ამ ფაქტების შესახებ ინფორმაცია ყველა ორგანიზაციას, მივმართეთ შსს-ს, პროკურატურას იმისთვის, რომ გაგვეგო, ისინი რა ნაბიჯებს დგამენ. ჩვენ ვაფასებთ ფაქტს და თუ ვხედავთ, რომ ამ ფაქტში არის კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მაშინ ვიწყებთ მის შესწავლას. თუ საქმე გვაქვს სიძულვილის ენასთან ან სხვა ტიპის დარღვევებთან, ვაკეთებთ საჯარო მოწოდებებს და რეკომენდაციების გაცემას იმისთვის, რომ ასეთ ხელშეშლას, ასეთ რიტორიკას არ ჰქონდეს ადგილი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში.

თუ გადავხედავთ წინა წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდს, ეს არჩევნები მეტი სიმშვიდით ხასიათდება. ამას ადასტურებს ის სტატისტიკა, რომელიც ჩვენთან მომართული განცხადებების საშუალებით შეიძლება არსებობდეს. ადრე ასეთი მომართვიანობა ძალიან მაღალი იყო” - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა