ივანიშვილმა სუს-ი ერთ-ერთ პროპაგანდისტულ მედიად გადააქცია - მეზვრიშვილი

სულ ნახვები : 66
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი, ეხმაურება სუს-ის დღეავნდელ განცხადებას და აცხადებს, რომ უწყება არ აკეთებს იმას, რაც ევალება. მისი თქმით, სუს-ი ივანიშვილმა პროპაგანდისტულ მედიად გადააქია,

მეზვრიშვილი ამბობს, რომ კიდევ ბევრ სერიას უნდა ველოდოთ „პროპაგანდისტული მედია სუს-იდან“.

„ათასნაირ სიგიჟეს აკეთებენ და ეს არის პანიკის გამოვლინება. სუს-ი აღარ არის უწყება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებას იცავს, ან კორუფციას ებძვის, ან ტერორისტებზე მუშაობს - რაც მისი მანდატია და რაც კანონით ევალება, არამედ, ივანიშვილმა ეს უწყება გადააქცია ერთ-ერთ პროპაგანდისტულ მედიად „იმედთან“ და „პოსტ-ტვ“-ისთან ერთად, რომელიც არჩევნებამდე დაკავებული იქნება ტყიულებისა, დეზინფორმაციების პროპაგანდის გავრცელებით და ძალიან ბევრ სერიას შემოგვთავაზებს ეს ახალი ტელევიზია სუს-ის სახით“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, სახწლმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, 16 ოქტომბერს, შესაძლო ფარული აუდიო და ვიდეო მასალების გასაჯაროებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა