ივანიშვილი დღეს უკვე საქართველოს პოლიტიკური წარსულია - თინა ბოკუჩავა

სულ ნახვები : 59
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დარწმუნებული ვარ, რომ გურია მთელს საქართველოს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ექვთიმე თაყაიშვილის სამშობლოში არავის ესწავლება საქართველოს, სამშობლოს სიყვარული, არავის ეს წავლება ის, რომ საქართველო არ იყიდება და არავის ესწავლება ის, რომ საქართველო მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის, -ამის შესახებ დღეს, 16 ოქტომბერს ენმ-ს ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ლანჩხუთში ისაუბრა.

მისი თქმით, ივანიშვილი უკვე არის პოლიტიკური წარსული და ახლა დროა საუბარი მომავალზე, რომელიც იქნება ევროპული.

„კიდევე ერთხელ გავაგონოთ ივანიშვილს რომ გურია მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის. ჩვენ გვეამაყება ქართველობა და ჩვენ გვეამაყება ჩვენი სიმართლე და სწორედ ამ სიმართლით და ერთიანობით მოვიტანთ ცვლილებებს ჩვენი ქვეყნისთვის. ერთიანობით მე მჯერა, რომ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე, სადაც ივანიშვილმა ქართველი ხალხი რეფერენდუმის წინაშე დააყენა, რეფერენდუმის ევროპულ კეთილდღეობასა და სიღატაკეში იზოლაციას შორის, გურია, სამეგრელო, აჭარა, იმერეთი, ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი, თბილისი, ყველა მხარე, საქართველოს თითოეული მოქალაქე აირჩევს ევროპულ კეთილდღეობას, რადგან ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რომ სწორედ ევროპაშია მაღალი პენსიები, ევროპაშია მაღალი ხელფასები, ევროპაშია, ღირსეული სიბერეც და ლაღი ბავშვობაც ჩვენი ბავშვებისთვის,  ევროპაშია უსაფრთხოება, რომელზეც ისინი ასე ყალბად საუბრობენ. მათი ტყუილებით ისინი ამ არჩევნების შედეგს ვეღარ შეცვლიან, ამ არჩევების ბედი უკვე გადაწყვეტილია. ივანიშვილი დღეს უკვე საქართველოს პოლიტიკური წარსულია. საქართველოს მომავალი კი ხართ თქვენ, არის ერთიანობა, არის კოალიციური მთავრობა, არის დემოკრატია სადაც არ კრძალავენ ოპოზიციას, არის თავისუფალი სიტყვა და არის კეთილდღეობა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, არის ეკონომიკა, რომელიც ხალზე მუშაობს და რაა მხოლოდ ივანიშვილზე და მის კორუმპირებულ გარემოცვაზე", - განაცახდა ბოკუჩავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა