პარლამენტი ნოემბრის ბოლოს იმპიჩმენტის წესით გადააყენებს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც არანაირ სტანდარტს არ სცემს პატივს - პაპუაშვილი

სულ ნახვები : 71
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარლამენტი ნოემბრის ბოლოს იმპიჩმენტის წესით გადააყენებს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც არათუ კონსტიტუციას, არამედ არანაირ სტანდარტს არ სცემს პატივს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი პატივს არ სცემს არანაირ სტანდარტს

„რთულია კომენტარი, ერთი თვე დარჩა და პარლამენტი ნოემბრის ბოლოს იმპიჩმენტის წესით გადააყენებს ამ ადამიანს, რომელიც არათუ კონსტიტუციას არ სცემს პატივს, პატივს არ სცემს არანაირ სტანდარტს. მან საკუთარი სოციალური გვერდით გაავრცელა დეზინფორმაცია, ფოტო იყო გარკვეული ცხრილის, ცარიელი ცხრილის და პრეტენზიული ტონით ამტკიცებდა, რომ სკოლაში მოსწავლეებს უკანონოდ ართმევენ მშობლების მონაცემებს. ამაზე იყო განათლების სამინისტროს განცხადება, რომ ეს აბსოლუტური დეზინფორმაცია და ტყუილია. სკოლას და განათლების სამინისტროს ისედაც აქვს მონაცემები მშობლების, ეს ყველა ქვეყანაში და საქართველოშიც ასეა. რა თქმა უნდა, ვინც მშობლები ხართ და ბავშვი სკოლაში დაგყავთ, იცით, რომ ბაზაში არის რეგისტრირებული მშობელი, როგორც ბავშვის მეურვე და წარმომადგენელი. ყოველგვარს სტანდარტს სცდება, რაც ქალბატონმა სალომემ ჩაიდინა, სცადა გარკვეული პანიკის დათესვა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა