ადამიანების დაშინების მცდელობა - რას აკეთებს „ქართული ოცნება“?

სულ ნახვები : 109
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

არასამთავრობო სპექტრსა და ოპოზიციურ სივრცეში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ მმართველი პარტია ახდენს ზეწოლას ადამიანებზე, რათა მათგან მიიღონ ხმა არჩევნებზე.

უფლებადამცველ, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ამ დროისთვის რამდენიმე ფაქტია გამოკვეთილი კანონდარღვევის და ამომრჩევლის დაშინების.

„სხვადასხვა პირებს სთხოვდნენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, ხდებოდა ამ პირადობის მოწმობების ჩამორთმევა ადამიანებისთვის, ზოგ შემთხვევაში ხდებოდა გარკვეული თანხის გადახდა და ხდებოდა გარკვეული მითითებები. ამ ყველაფრის მიმართ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით მმართველი პარტიის ინტერესები იკვეთებოდა. ცესკოს მიერ გავრცელებული მონაცემების მიხევდით, საარჩევნო ტექნოლოგიები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ის დანადგარები, რომლებიც გამოიყენება გაირკვეს ვინ ვის მისცა ხმა, შესაბამისად ეს არის დეზინფორმაცია და დაშინების მცდელობა ადამიანების“, - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა