საჰაერო მიმოსვლა მოსკოვ-სოხუმს შორის - პირველის საცდელი რეისი 2024 წელს იგეგმება

სულ ნახვები : 650
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის პროექტი დასასრულს უახლოვდება. პროექტში ჩადებული ინვესტიცია 12 მილიარდ რუბლს შეადგენს.

პირველის საცდელი რეისი რუსეთიდან სოხუმის აეროპორტში 2024 წელს იგეგმება - ამის შესახებ ოფიციალური მონაცემები რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ აფხაზური დელეგაციის ვიზიტის შემდეგ გაავრცელა.

მას შემდეგ, რაც ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის მშენებლობა რუს ინვესტორს გადაეცა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.

ქართველი ექსპერტები ფაქტს უკანონოდ აფასებენ და აცხადებენ, რომ ნებისმიერი მოქმედება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის კანონდარღვევა და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიმართოს საერთაშორისო პარტნიორებს და მოითხოვოს რუსეთის დასანქცირება.

„საქართველოს ხელისუფლების კოტროლის გარეშე ნებისმიერი ქმედება ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის კანონდარღვევა და არავის არ აქვს უფლება გამოიყენოს საქართველოს აეროპორტები ნებისმიერი მიმართულებით. მით უმეტეს, დღევანდელ დღეს როდესაც სოხუმის აეროპორტს ეხება საქმე, ეს ეროპორტი პირველ რიგში გამოიყენება სამხედრო ტვირთის გადასაზიდად. შეგვიძლია მივმართოთ საერთაშორისო პარტიონერებს და მოვითხოვოთ ოკუპანტი ქვეყნის დასანქცირება“, - აცხადებს საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის თავმდჯომარე, შოთა მალაშხია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა