„ჩვენი მოედანი სპეცსამსახურების ომისთვის მზად არის“ - პაატა დავითაია გახმაურებულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე

სულ ნახვები : 266
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ამერიკელ დიპლომატებსა და მათ ოჯახებზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სამმართველოს  გენერალური შტაბის წარმომადგენლების მიერ თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით (მათ შორის საქართველოში) CNews-ი პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერს, პაატა დავითაიას ესაუბრა.

დავითაიას ვკითხეთ, რა შეფასება შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს და რატომ არ გახმაურებულა ყოველივე აქამდე, ვინაიდან საქართველოში მომხდარი ფაქტი 2021 წლით თარიღდება.

დავითაია არ გამორიცხავს, რომ ყოფილიყო რაიმე სახის შეთანხმება ორ ქვეყანას შორის და გარკვეული ვადის ამოწურვის შემდგომ მოხდა ამის გახმაურება, ასევე ის ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ფაქტი, რომელზეც გავლენიანი გამოცემები წერენ, სრულიად დასაშვებია, ვინაიდან საქართველო არის ერთგვარი პოლიგონი, რუსული სადაზვერვო სამსახურების.

„ძალიან საინტერესო მასალა არის, სადაც იკვეთება ძალიან საინტერესო მომენტები, საუბარი არის იმ სპეცსამსახურების ომზე რაც მიმდინარეობს დასავლეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის, რა თქმა უნდა ასეთი მოედანი ამ ომის არის საქართველო მოდით პირდაპირ ვთქვათ, ნუ მოვერიდებით.

მე არ ვფლობ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ის რომ რუსული სპეცსამსახურების დიდი აქტივობაა საქართველოს ტერიტორიაზე, ამას არ უნდა დიდი გამოძიება, საკმარისი არის ფინანსების კონტროლი, რომელიც არის საქართველოში. ნებისმიერი თანხა, რომელიც შემოდის, ეს იქნება კერძო ბიზნესმენის მიერ თუ სხვა, არის რუსული სპეცსამსახურების ნებართვით, იგივე ოლიგარქების მოძრაობა და ეს სპეცსამსახურები რაში იყენებს ამ თანხებს უკვე ცალკე საკითხია.

აქედან გამომდინარე, ეს ცხადყოფს იმას, რომ ჩვენი მოედანი სპეცსამსახურების ომისთვის მზად არის. რაც შეეხება აშშ-ს, ავიღოთ ჩვენი პარტნიორები გინდათ სხვა დაზვერვებიც, ძალიანა აქტიურად მუშაობენ ჩვენს ტერიტორიაზე, ოღონდ განსხვავება ერთია, აშშ-სა და ჩვენს შორის არის ხელშეკრულება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რაც ითვალისწინებს დახმარებას, სამართალდამცავ სტრუქტურებსა და მოქმედებაზე. არ არის აქ საუბარი სხვა მუშაობაზე რაც არ არის რუსეთთან, ესე იგი რუსული მხარე აწარმოებს დაზვერვით სამუშაოებს და ამერიკული არა, სამართლებრივ ფარგლებში, რომ მოვაქციოთ.

ეს „კუბური სინდრომი“ (ჰავანის სინდრომი) ცნობილი თემა არის, საუბარი არის ახალ იარაღზე, რომელიც ზემოქმედებას იწვევს და ეს არ ყოფილა მხოლოდ ერთ ლოკაციაზე, რამდენიმე ქვეყანაში განმეორდა და მერე შეჩერდა, ეს დაზიანებები ამერიკის დიპლომატებს აღარ მიუღიათ. გაჩნდა მაშინ ასეთი ხმები, რომ ამერიკელებმა გამოიგონეს რაღაც საწინააღმდეგო ქმედებები ამ იარაღის წინააღმდეგ, რამაც შეაჩერა მისი ზემოქმედება. რაც შეეხება სტატიაში მოყვანილ ინფორმაციას, მე არ ვფლობ მასზე რაიმე სახის ინფორმაციას, თუმცა არ გამოვრიცხავ და არ გამოვრიცხავ იმიტომ, რომ საქართველო არის პოლიგონი და შეიძლება ის გამოეყენებინათ, რადგანაც არ გახმაურებულა, რაც შესაძლებელი იყო ჩვენი პარტნიორების (აშშ) მხრიდან, ეტყობა რაღაც მოლაპარაკება შედგა, რომ არ გახმაურებულიყო ეს თემა, მაგრამ მესამე საკითხი არის ის, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდგომ მოხდა ამის გახმოვანება და ეს სააგენტოები, რომლებიც აქვეყნებენ ამ ინფორმაციას, არის სანდო წყაროები, მათი სანდოობის ალბათობა ძალიან დიდია და აქედან გამომდინარე, ვიღაცას დასჭირდა ამ ინფორმაციის გამჟღავნება იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც ოპერაციები საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება, რაც წინააღმდეგობაში მდის, პარტნიორობის შესახებ ფართო ხელშეკრულებასთან. საინტერესოა, დავაკვირდეთ მოვლენებს როგორ განვითარდება“, - განუცხადა დავითაიამ CNews-ს.

ცნობისთვის, სამმა გავლენიანმა გამოცემამ, მათ შორის „ინსაიდერმა“ „ჰავანის სინდრომთან“ დაკავშირებით, ჟურნალისტური გამოძიება გასულ ღამეს, ერთდროულად გამოაქვეყნა, სადაც ასახულია რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სამმართველოს გენერალური შტაბის წარმომადგენლების მიერ, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, ამერიკელ დიპლომატებსა და მათ ოჯახებზე, ზებგერითი იარაღით თავდასხმის ფაქტები. 

გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა