მამაკაცი ქალის შვილის მიმართ, სავარაუდოდ, ახორციელებდა გარყვნილ ქმედებებს - სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები

სულ ნახვები : 3,155
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სამტრედიაში ცოლმა ქმარი ცივი იარაღის მოკლა - არსებული ინფორმაციით, წყვილი ნაქირავებ სახლში ქალის 19 წლის შვილთან ერთად ცხოვრობდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი ქალის 19 წლის შვილი გახდა, რომლის მიმართაც, სავარაუდოდ, კაცი ახორციელებდა გარყვნილ ქმედებებს.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ქალის დაკავებაზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მომხდარზე გამოძიება 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა