მოსამართლის გადაწყვეტილების გამო ქუთაისში ბრალდებულებმა შიმშილობა დაიწყეს

სულ ნახვები : 944
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ბრალდებულები მოსამართლის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ,  რის გამოც შიმშილობა დაიწყეს" , - ამის შესახებ CNews-ს ადვოკატმა არჩილ ნიჟარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, პროტესტის მიზეზი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან თხელიძის უკანონო გადაწყვეტილება  გახდა,  რის გამოც სასამართლო პროცესზე მიყავნილმა ორმა პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა.

ბრალდებულ პირებს ქუთაისში, ბრალი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ძარცვაში ედებათ.

,,დაცვის მხარემ კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა მტკიცებულებები, ისევე როგორც ბრალდების მხარემ, რომელიც გახადა სადაოდ.  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, როდესაც მტკიცებულება სადაოა,  თავად დაცვის მხარის მიერ წარდგენილი, აუცილებლად უნდა იქნას გამოკვლეული სასამართლოს დონეზე. მოსამართლემ, ჩვენი შეფასებებით, აბსოლუტურად უკანონოდ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მოხსნა ეს მტკიცებულებები, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმეზე ჭეშმარიტება ვერ დადგინდება მტკიცებულებების  გამოკვლევის გარეშე. შესაბამისად, განაჩენი იქნება დაუსაბუთებელი და უკანონო, ბრალდებულები აპროტესტებენ აღნიშნულს, რის გამოც მათ შიმშილობა დაიწყეს", - განაცხადა CNews-სთან საუბრისას ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, კრიმინალური ფაქტი ქუთაისში 2020 წლის სექტემბერში მოხდა, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწო, რაც ქურდობას გულისხმობს. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა