ჩვენ გვაქვს გარედან მიყურადების ტექნიკური აღჭურვილობა, ყველას ვუსმენთ და შემდეგ ვდებთ სადღაც ვებგვერდებზე – ზურაბ ჯაფარიძე

სულ ნახვები : 383
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოცნებას“ არასწორი ინფორმაცია აქვს. „გირჩი-მეტი თავისუფლება“ შვება მაგას, ჩვენ გაგვაქვს ეგ ფაილები. ჩვენ გვაქვს გარედან მიყურადების ტექნიკური აღჭურვილობა, ყველას ვუსმენთ და შემდეგ ვდებთ სადღაც ვებგვერდებზე, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჩანაწერების საკითხს არავინ გამოიძიებს.

„ამ ამბის გამოძიება როგორ უნდა დაიწყონ, თავიან თავს ხომ არ გამოიძიებენ და დასჯიან. ეგ სუსი, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასამართლო არის ერთი სისტემა. ჯამში მუშაობენ როგორც საბჭოთა კავშირისას, ხელი ხელს ბანს პრინციპით. ეგენი ერთმანეთს არასდროს დაიჭერენ, არ გამოიძიებენ და არ დასჯიან. ამ სისტემის დასჯას სჭირდება ერთადერთი რამ, ხელისუფლების ცვლილება და მერე პოლიტიკური ნება, რომ ეს ვიღაცამ არ გადაიბაროს. კოალიციური მთავრობა არის გამოსავალი. რაც შეეხება მდინარაძის განცხადებაც, ბოდვაა. რაც გავრცელდა ის ინფორმაციები არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიყურადებით და უკანონო თვალთვალით მოპოვებული აუდიო ფაილები თუ ჩანაწერები“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა