373 811 ლარი ქმრის, დისა და დედისთვის - ნეპოტიზმი მესტიის მერიის შესყიდვების სამსახურში

სულ ნახვები : 300
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მესტიის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსის, მარიამ ნაკანის მეუღლე - თეიმურაზ გულედანი, და - თამარ ნაკანი და დედა - ლამარა გულბანი, როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იუწყება, ადგილობრივ შესყიდვებში არიან ჩართულნი. ამავე ორგანიზაციის ცნობით, სახელმწიფო შესყიდვებიდან მათ, ჯამში, 373,811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები მიიღეს.

„მარიამ ნაკანი მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსის პოზიციას 2014 წლიდან იკავებს. მისი მეუღლე, თეიმურაზ გულედანი შესყიდვებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით მონაწილეობს. მან 7 ტენდერი მოიგო, ასევე მიიღო 5 გამარტივებული შესყიდვა. 7 ტენდერიდან 3 შემთხვევაში შემსყიდველი მესტიის მერია, ერთხელ კი მესტიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება იყო, ასევე ხუთი გამარტივებული შესყიდვიდან თითო მესტიის მერიასა და მესტიის დასუფთავების სამსახურზე მოდის.

თეიმურაზ გულედანმა უშუალოდ მესტიის მერიისა და მისი იურიდიული პირებისგან ჯამურად 275 395 ლარი მიიღო, რაც მის მიერ მიღებული კონტრაქტების საერთო ღირებულების 80% შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გულედანის მიერ მოგებული მესტიის მერიის სამი შესყიდვის შემთხვევაში, სატენდერო კომისიის წევრი იყო მისი მეუღლე, თუმცა მარიამ ნაკანის ხელმოწერა სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებზე არ ფიქსირდება.

მარიამ ნაკანის დედამ, ლამარა გულბანმა 2013-2018 წლებში 12 513 ლარის ღირებულების 13 გამარტივებული შესყიდვა მიიღო, მათ შორის 8 817 ლარის ღირებულების 7 გამარტივებული შესყიდვა მესტიის მუნიციპალიტეტისაგან.

თამარ ნაკანმა, მარიამ ნაკანის დამ კი 2016 წლიდან დღემდე 14 325 ლარის ღირებულების 5 გამარტივებული შესყიდვა მიიღო, 3 შემთხვევაში შემსყიდველი მესტიის მერია, ორჯერ კი მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო სკოლა იყო", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა