პუტინმა ბიბილოვს ე.წ. დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

სულ ნახვები : 139
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის პრეზიდენტმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერს ე.წ. დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„მიიღეთ გულწრფელი მოლოცვა რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით. ეს დღე სიმბოლოა სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლების გმირული ბრძოლის, რომლითაც მოიპოვა თავისუფლება და მშვიდობიანი ცხოვრება. რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ურთიერთობა ვითარდება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის პრინციპით. რუსეთი კვლავაც განაგრძობს ოსი მეგობრების მხარდაჭერას სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით,“- ნათქვამია ვლადიმერ პუტინის მისალოც წერილში. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა