საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებს ახალი წლიდან უცხოელი სპეციალისტი გაწვრთნის

სულ ნახვები : 103
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სლოვენიის კურორტ თერმე ჩატეჟში დასრულებულ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ჭადრაკში, საქართველოს ქალთა ნაკრებმა ზედიზედ მესამედ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ჩვენი გუნდი მხოლოდ რუსეთს ჩამორჩა, მაგრამ სხვა მეტოქეებს დამაჯერებლად აჯობა და ვერცხლის მედალი ერთი ტურით ადრე გაინაღდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია გუნდის ლიდერების ნანა ძაგნიძის და ლელა ჯავახიშვილი ბრწყინვალე თამაში. ორივე მათგანმა  პირად დაფაზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და მცირე ოქროს მედლები მოიპოვეს.

ძაგნიძემ შვიდიდან 5,5 ქულა აიღო, ხოლო ჯავახიშვილმა – რვიდან ექვსი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება ელიზბარ უბილავა, რომელიც 2016 წლიდან წვრთნიდა საქართველოს ნაკრებს და ამ პერიოდში გუნდმა თითქმის ყველა სინჯის მედალი აიღო სამ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში – ოლიმპიადა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები.

ბოლო ტურამდე ლიდერთა ჯგუფში იმყოფებოდა და საპრიზო სამეულისთვის იბრძოდა ვაჟთა ნაკრებიც. სამწუხაროდ, დასკვნით ტურში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ პოლონეთის ნაკრებთან  განცდილი  მარცხით, საბოლოოდ მე-11 ადგილზე გავიდნენ. თუმცა, გეტყვით იმასაც, რომ განთესილთა შორის 25-ე ადგილზე იყვნენ.

მოჭადრაკეთა წარმატებულ გამოსვლასთან დაკავშირებით ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტებთან მოჭადრაკეების გარდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ და ნაკრების კაპიტანმა დავით ჯოჯუამ ისაუბრეს.

გიორგაძის თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრებს საკმაოდ კარგი შედეგები. ერთი თვის წინ ჩვენი ქალთა გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა, ევროპირველობაზე კი ვერცხლის მედალი ირგუნეს.

გიორგაძემ მადლობა გადაუხადა ელიზბარ უბილავას და აღნიშნა, რომ ქალთა ნაკრებიდან წასვლის მიუხედავად, ფედერაციასთან ითანამშრომლებს, ნაკრებს კი ახალი მწვრთნელი ეყოლება. როგორც ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გვითხრა, ეს იქნება უცხოელი და კვალიფიციური სპეციალისტი, რომელთან შეთანხმება მიღწეულია, ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაფორმდება და ახალი წლიდან მუშაობას შეუდგება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა