აყალმაყალი და ხმაური ქობულეთის საკრებულოში - ოპოზიციამ სხდომა დატოვა

სულ ნახვები : 202
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ხმაური იყო ქობულეთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში - "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს. ისინი კითხვების დასმის საშუალებას ითხოვდნენ.

ოპოზიცია ახალ საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებს აპროტესტებდა, რომლის თანახმადაც საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს 3 მოადგილე ეყოლება.

მმართველი გუნდის დეპუტატებმა ოპოზიცია დარბაზიდან ტაშითა და შეძახილებით გააცილეს.

 მმართველი გუნდში ოპოზიციის პროტესტს პროვოკაციის მცდელობად აფასებენ.

სხდომათა დარბაზი არ დაუტოვებიათ "გახარია-საქართველოსთვის" პარტიის წევრებს.

ცნობისთვის:

ქობულეთის ახალი მოწვევის საკრებულო სულ 39 წევრისგან შედგება. თვითმმართველობის არჩევნებზე, ქობულეთის საკრებულოში, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 13 მანდატი ერგო, "გახარია-საქართველოსთვის" - 2 მანდატი, რაც შეეხება "ქართული ოცნებას", ის 24 წევრითაა წარმოდგენილი.

საკრებულოს თავმჯდომარედ კი ისევ დავით მჭედლიშვილი აირჩიეს.

წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, საკრებულოების თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება - ეს თემაც ერთ-ერთია, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა