რომან გოცირიძე: ენერგოინფრასტრუქტურის ნაციონალიზაცის ინიციატივა არის ეკონომიკური უგუნურობა და სრული უმეცრება

სულ ნახვები : 252
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

.....

ენერგოინფრასტრუქტურის ნაციონალიზაცია და  მორატორიუმის გამოცხადებას მიმდინარე და დაგეგმილ ენერგოინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რასაც მოითხოვს ა/ო „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის“ აბსოლუტურად მიუღებელი მოთხოვნაა, ამის შესახებ CNews-ს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა და ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

„ეს არის ეკონომიკურად უგუნურობა და სრული უმეცრება, წარმოდგენა რომ არა აქვთ, რა რესურსები აქვს სახელმწიფოს - ღატატაკ ქვეყანას და რა მოსდის სახელმწიფოს ხელში არსებულ საწარმოებს. ვსაუბრობ ასეულ მილიონობით ზარალზე ყოველწლიურად“, - განაცხადა გოცირიძემ.

გოცირიძემ ყურადღება გაამახვილა ლაფანყურში დაგეგმილი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაწყებულ საპროტესტო მოძრაობაზეც.

„აგერ, ისეთი ჰესის პროტესტი დაიწყო გაბრიყვებულმა ხალხმა ლაფანყურში, რომელიც 70-ჯერ პატარაა ნამახვანთან შედარებით და წყალსაცავიც კი არ სჭირდება. იქაც ამოყოფენ მალე თავს სხვადასხვა ჯურის მწვანე-წითელი აქტივისტები. ისინი ან შეუგნებელი მოყვარენი არიან , ან შეგნებული მტრები - რუსული “გრუს” ფეხები, - აცხადებს გოცირიძე.

შეგახსნებთ, რომ ორგანიზაციამ „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის“ ენერგოინფრასტრუქტურის ნაციონალიზაციის ინიციატივა გააჟღერა.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა