უცხოეთში მკურნალობა პოლიტიკიდან წასვლის სანაცვლოდ - რას სთავაზობს „ოცნება“ სააკაშვილს?!

სულ ნახვები : 8,160
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და 51 დღიანი შიმშილობის დამანგრეველი შედეგების გამკლავება საქართველოში შეუძლებელია. მისი მკურნალობა უცხოეთში უნდა გაგრძელდეს. ასეთია ექიმების დასკვნა.ჯანდაცვის სამინისტრო მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებს არა მხოლოდ სახალხო დამცველის, არამედ სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსილიუმიდან იღებდა და რეალური სურათი მათთვის ცნობილია.

უცხოეთში სამკურნალოდ გაყვანა "ქართული ოცნებისთვის" სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტის რეალური და შედარებით უმტკივნეულო გზაა,მაგრამ მათ პოლიტიკური სარგებლის მიღებაც უნდათ. ხელისუფლებაში ფიქრობენ რომ გათავისუფლების სანაცვლოდ, სააკაშვილს ქართული პოლიტიკიდან წასვლის ულტიმატუმი დაუყენონ.

შიშობენ, რომ ამ ულტიმატუმს სააკაშვილი უარით უპასუხებს და ამიტომაც ცდილობენ მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენებას.

ამ გეგმის ნაწილი იყო ოპერაცია რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ ჩაატარა, შუაღამისას გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადმოყვანა. რუსთავის ციხეში მას სამედიცინო მომსახურება ვერ გაეწევა, გზაში მესამე პრეზიდენტს აუხსნეს, რომ თუ ცუდად გახდება, გლდანში გადაიყვანენ!

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა