სუნთქვის უკმარისობა და ინტენსიური თერაპიის საჭიროება არ არის - გამყრელიძე „ომიკრონით“ ინფიცირებულებზე

სულ ნახვები : 332
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„147 დადასტურებული შემთხვევიდან 16% კოვიდგადატანილია, ასევე, საკმაოდ აქტიურად ემართებათ სრულად აცრილებს, ამ შემთხვევების 60% აცრილებში გვაქვს. ამიტომ „ომიკრონის“ გავრცელების შესაკავებლად ბუსტერიზაცია არის მთავარი რეკომენდაცია,“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ომიკრონს“ მსუბუქი სიმტომები ახასიათებს, თუმცა ეს დამშვიდების სასუალებას არ იძლევა:

„147 დადასტურებული შემთხვევიდან 16% კოვიდგადატანილია, ასევე, საკმაოდ აქტიურად ემართებათ სრულად აცრილებს, ამ შემთხვევების 60% აცრილებში გვაქვს. ამიტომ „ომიკრონის“ გავრცელების შესაკავებლად ბუსტერიზაცია არის მთავარი რეკომენდაცია. რაც მეტი ბუსტერი გაკეთდება ქვეყანაში, მით ნაკლები იქნება შემთხვევების რაოდენობა და უფრო მსუბუქი. ამიტომ ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ავცრათ მოსახლეობა. ნუ გავთამამდებით იმით, რომ „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქია და კვალს არ დატოვებს, არა – კვალი აუცილებლად დარჩება. ამიტომ სამჯერადი ვაქცინაცია სერიოზულად დაგვიცავს „ომიკრონისგან“. ასევე, მნიშვნელოვანია ყველა სივრცეში პირბადის ტარება, დისტანცია და თავშეყრებისგან თავის არიდება. დეკემბერში, როცა პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა საეჭვო შემთხვევიდან „ომიკრონი“ ამოდიოდა 2-3 შემთხვევაში, დეკემბრის ბოლო კვირაში ეს მაჩვენებელი გახდა 50 %. ასე რომ, ზრდა საკმაოდ სერიოზულია და ვფიქრობთ, რომ სადღაც 2-3 კვირის განმავლობაში ის უკვე იქნება დომინანტი შტამი.

მსოფლიოს რომ გადავხედოთ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოში შემთხვევათა რაოდენობა აჭარბებს მილიონს, ასეთი სტატისტიკა სხვა შტამების დროს არ ყოფილა, მაქსიმუმი იყო 900 ათასამდე, მაგრამ აღსანიშნია ისიც, რომ არ იმატებს სიკვდილიანობა. პირიქით, სიკვდილიანობის შემცირების ტენდენცია თანდათობით გრძელდება. თუმცა, ერთდროულად შემთხვევების დიდი რაოდენობა თუ იქნება, შეიძლება, მოხდეს როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული სექტორის გადატვირთვა, მაგრამ ჯერ უნდა დავაკვირდეთ. ჯერჯერობით 4 ათასზე ოდნავ მეტი ადამიანია სტაციონარში და კიდევ ერთი ამდენის რესურსი აქვს ქვეყანას. ჩემი აზრით, „ომიკრონის“ მართვა ძირითადად იქნება ონლაინ კლინიკების, ამბულატორიების და პოლიკლინიკების პასუხისმგებლობა, რადგან „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე დელტა შტამი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა