კულტურის სამინისტრო ფიროსმანის ტილოებისთვის ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს

სულ ნახვები : 310
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მთავარი სკანდალი, როგორც ჩანს, ძველით ახალი წლის შემდეგ იფეთქებს - თეა წულუკიანის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელთან, დავით ლორთქიფანიძესთან დაპირისპირების მიზეზებს პროკურატურა შეისწავლის. 

საუბარია ძალიან მძიმე ბრალდებაზე. კულტურის მინისტრის მიერ მოწვეული აუდიტმა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა, დასკვნა ახალ წლამდე დადო. არც ერთი სიტყვა ამ დასკვნიდან არ გაჟღერებულა. როგორც Cnews-თვის გახდა ცნობილი, აუდიტის დასკვნაში რეკომენდაციების გრაფაში ჩამოწერილია მხატვრების ჩამონათვალი, რომელთა ტილოების  ავთენტურობის დასადგენად ექსპერტიზა არის აუცილებელი.  როგორც ამბობენ, წულუკიანს რამდენიმე ტილოს ექსპერტიზა მონიშნული აქვს, რათა ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე პირდაპირ პროკურატურაში გაუშვას... დაკითხვაზე,

თეა წულუკიანის განცხადებით, 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან და ძირითადად ეს არის ძვირადღირებული ფერწერული ტილოები, 53 დაკარგულია. შესაბამისად, აქ გამოძიება იქნება დასაწყები, როგორც კი ინვენტარიზაცია დასრულდებაო - განაცხადა წულუკიანმა 2021 წლის 3 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე. მაშინ აუდიტი არ იყო დასრულებული და არც დასკვნა იდო. დასკვნის დადების შემდეგ კი, თეა წულუკიანის მრჩეველი - ნინო მიქიაშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ფაქტობრივად, ამზეურებს იმას, რაც დასკვნაში შეიძლება ეწეროს:

„დაახლოებით სამი წლის წინ დავით ლორთქიფანიძემ და მისმა გუნდმა აღმოსავლური კოლექცია აზერბაიჯანში საგამოფენოდ ისე გაიტანა, რომ ეროვნული მუზეუმში არ იცოდნენ ამ ფაქტის შესახებ და არც ხელოვნების მუზეუმში.  სოროსის ფონდიდან აღებული გრანტებით კონფერენციებს და შავ-შავი კვამლით საპროტესტო აქციებს აწყობდა დღისით, ხოლო ღამით ტელეეკრანებიდან არ ჩამოდიოდა. აღმოსავლური კოლექცია აზერბაიჯანიდან კი არ დაბრუნდა, კულტურის მინისტრმა დააბრუნა და ამ ფაქტს დავით ლორთქიფანიძე რასაკვირველია, მალავს. თვალებს დამფრთხალი აქეთ-იქით კი აცეცებს, მაგრამ იხტიბარს არ იტეხს და ხელოვნების მუზეუმსა და იქ დაცულ საგანძურს მაინც ეპოტინება“.

თავის მხრივ, დავით ლორთქიფანიძე ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებს და არ არის გამორიცხული, რომ მის კავშირებს თუ გავითვალისწინებთ ივანიშვილის კართან, წულუკიანის სავარძელი მასთან ბრძოლას შეეწიროს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა