კახა კალაძის არითმეტიკა

სულ ნახვები : 341
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რომელიც მან მთავრობის სხდომაზე დღეს, 11 იანვარს გააკეთა, მოსახელობს სამგზავრო აბონიმენტების სიტემას კარგად შეხვდა და უმეტესწილად ერთ წლიან აბონემენტს იძენს.

,,მს+” - ის ინფორმაციით კი 4-დღიანი გაყიდვების სტატისტიკა ასე გამოიყურება:

5-დან 9 იანვრის ჩათვლით, სულ 140 სამგზავრო აბონიმენტი გაიყიდა. Გაყიდული აბონიმენტებიდან კი მხოლოდ 46 ერთეული არის ერთწლიანი ვადის მქონე დანარჩენი 94 კი სხვადასხვა სატარიფო მომსახურების.

,,5-9 იანვარს 46 ერთეული ერთწლიანი სამგზავრო აბონემენტი გაიყიდა.

"მს+"-ის ინფორმაციით, სამგზავრო ბარათების გაყიდვების სტატისტიკა ასეთია:

1 დღიანი აბონემენტი - 18 ერთეული;

1 კვირიანი აბონემენტი - 9 ერთეული;

1 თვიანი აბონემენტი - 36 ერთეული;

3 თვიანი აბონემენტი - 10 ერთეული;

6 თვიანი აბონემენტი - 21 ერთეული;

1 წლიანი აბონემენტი - 46 ერთეული;”, - ნათქვამია ,,მს+”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, თბილისის მასშტაბით, სამგზავრო სააბონენტო სისტემა 5 იანვრიდან ამოქმედდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა