„საერთაშორისო გამჭვირვალობას“ „ნაციონალური ბუნდოვანება“ უნდა ერქვას - კობახიძე

სულ ნახვები : 139
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„საერთაშორისო გამჭვირვალობას“ სინამდვილეში უნდა ერქვას „ნაციონალური ბუნდოვანება“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, დარჩენილია ტექნიკური საკითხები და თარგმნის შემდეგ ანგარიში გამოქვეყნდება.

„ალბათ, გრეკოს ანგარიშზეა საუბარი. პირდაპირ ვიტყვი, ეს ტყუილი გაავრცელა „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, რომელსაც სინამდვილეში უნდა ერქვას "ნაციონალური ბუნდოვანება". სრულად იმის საპირისპიროა, რაც ჰქვია. "ნაციონალურმა ბუნდოვანებამ", ამ „ენჯეომ“ გამოაქვეყნა ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ დავმალეთ "გრეკოს" ანგარიში. სინამდვილეში, უკვე გაცემული გვაქვს თანხმობა სტრასბურგისთვის, ევროსაბჭოსთვის იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება. ტექნიკური საქმეა დარჩენილი, თარგმნა. დღეების ამბავია. როგორც კი ითარგმნება, მაშინვე გამოქვეყნდება. ასეთ ტყუილებს როდესაც ავრცელებს ეს კონკრეტული „ენჯეო“, გასაგებია მათი მიზანი რა არის“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ“ დღეს ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა