პური ძვირდება?

სულ ნახვები : 358
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უპირველესი პირველად მოხმარების პროდუქტის პურის ფასი შესაძლოა გაიზარდოს, ამის შეახებ პურის მწარმოებლები აცხადებენ.

საახალწლო პერიოდში მომატებული გაზის და ელექტროენერგიის საფასურის პარალელურად, მცხობელები პურზე ფასის მატებას აანონსებენ, მათი თქმით, კომუნალურების ტარიფის გარდა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე გაზრდილია მარილის და საფუარის ფასები, ასევე, მსოფლიო ბაზარზე მოიმატა ხორბლის ფასმაც, რომელიც პირდაპირპროპორციულია პროდუქციაზე ფასის მატებასთან.

,,ყველაფრის ფასი გაიზარდა და წაგებაზე ხომ არ ვიმუშავებთ? რა ვქნათ?“, - აცხადებენ საცხობების მეპატრონეები.

ცნობისთვის, გასულ თვეში მოსახლეობას ელექტროენერგიის ორი ქვითარი, ხოლო ბუნებრივ აირზე გაზრდილი ტარიფი მიუვიდათ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა