რა გადაცემები დაიხურა ,,მთავარ არხზე“? - რა განცხადებას ავრცელებს ნიკა გვარამია?

სულ ნახვები : 21,334
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ტელეკომპანია ,,მთავარი არხი“ ახალ სატელევიზო სეზონს, ახალი სატელევიზიო ბადით გახსნის, თუმცა, მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი გადაცემების ნაწილი, რომლებსაც ამ დრომდე ელოდებოდნენ, ეთერში აღარ გავა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს.

ახალი სეზონიდან ,,მთავარის“ ეთერში აღარ გავა გადაცემები: თქვენი ხმა, დებატები თამარ ბაღაშვილთან და მთავარი შაბათს, რომლის ნაცვლადაც ახალი ფორმატის მქონე საინფორმაციო გამოშვება გავა.

რაც შეეხება არხის სხვა საკადრო გადანაცვლებას, როგორც CNews იუწყებოდა, გიორგი გაბუნია დირექტორის მოადგილის პოსტს და არხის საინფორმაციო მიმართულებას ჩაიბარებს, მიშა სესიაშვილი ყოველ კვირას გადაცემა P.F.- ს გიორგი გაბუნიას ნაცვლად წაიყვანს, რაც შეხება თამარ ბაღაშვილს, ის შაბათის საინფორმაციოს წარუძღვება.

,,მთავარი არხი ახალ სეზონს განახლებული ბადით ხვდება. ყველა მნიშვნელოვანი პროექტი შენარჩუნებულია. იქნება ახალი და საინტერესო პროექტებიც.

დღეს შევჩერდები მხოლოდ ცვლილებებზე ახალი ამბების და თოქშოუების მიმართულებით:

1. გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახდა Giorgi Gabunia

2. პოსტ ფაქტუმს წაიყვანს მიხეილ სესიაშვილი Misha Sesi. პოსტ ფაქტუმის ჯგუფს შეემატა ბექა ყორშიაც აქებ აიშროყ.

3. შაბათის ფორმატი აქამდე არსებული სახით, დაიხურა. მის ნაცვლად შემოგთავაზებთ ახალი ამბების გამოშვებას, საინტერესო ფორმატით. გადაცემას წაიყვანს Tamar Baghashvili

4. გამომდინარე იქიდან, რომ თამარ ბაღაშვილი ცხრიანი მთავარის წამყვანია, დაიხურა "დებატები თამარ ბაღაშვილთან".

5. შეიცვალა ჩემი გადაცემის ეთერში გასვლის დროც. მთავარი აქცენტები იქნება ხუთშაბათობით 22:00 საათზე. პროექტი ხალხის ხმა დაიხურა, ხოლო მთავარი გოგოები იქნება კვირას, 23:00, პოსტ ფაქტუმის შემდეგ.

სხვა სიახლეებზე მოგვიანებით გაცნობებთ.

გმადლობთ, რომ გვიყურებთ“, - წერს გვარამია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა