ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის გათიშვის ახალი გრაფიკი შემოიღეს

სულ ნახვები : 215
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო, ოკუპირებულ  აფხაზეთში ელექტროენერგიის გათიშვის ახალი გრაფიკი ამოქმედდა. 

„იმის გამო, რომ ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე კრიტიკულ 415 მეტრს მიუახლოვდა და დიდი მოხმარების გამო აღემატება წყალსაცავში მის შემოდინებას, დაწესებულია შეზღუდვები ელექტროენერგიის მიწოდებაზე,  კომპლექსის სრული გათიშვის თავიდან ასაცილებლად“, - იტყობინება რუსულ ენოვანი მედია. 

ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ. მთავრობაში განმარტავენ, რომ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების შემთხვევაში შეზღუდვები მოიხსნება.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა