მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება გასაჯაროვდება, შევიკრიბებით საქართველოს პარლამენტთან - მოძრაობა „სირცხვილია” განცხადებას ავრცელებს

სულ ნახვები : 272
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

24 ივნისს, ევროპული საბჭო საქართველოს წევრობის კანდიდატობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს - აღნიშნულთან დაკავშირებით, მოძრაობა "სირცხვილია" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"24 ივნისს, ევროპული საბჭო საქართველოს წევრობის კანდიდატობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს. მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება გასაჯაროვდება, შევიკრიბებით საქართველოს პარლამენტთან და ხელისუფლებას მოთხოვნას წავუყენებთ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ, საქართველოს წინაშე აუცილებლად იქნება წარდგენილი 6 თვის განმავლობაში შესასრულებელი ვალდებულებები. რა დაპირებაც არ უნდა გასცეს ხელისუფლებამ, ჩვენ არ გვჯერა, რომ სიტყვის ერთგული იქნება, რადგან წლებია, ერთგულებას მხოლოდ ოლიგარქს უმტკიცებს. მათ დაარღვიეს ქართველი ხალხისთვის მიცემული პირობა, როცა ჩააგდეს პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი და დაარღვიეს ევროპისთვის მიცემული პირობა, როცა საბოტაჟი მოუწყვეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით მიღებულ შეთანხმებას. აქედან გამომდინარე, რეფორმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენ, ქართველმა ხალხმა. ეს პროცესი 20 ივნისის უპრეცედენტო აქციით დაიწყო, რომელიც ისტორიული გამოდგა - გაიმიჯნა ბიძინა ივანიშვილისა და ქართველი ხალხის ნება, რომელიც მსოფლიომ ნათლად იხილა. ამის მიუხედავად, თვითკმაყოფილების საშუალება არ გვაქვს - საქართველოს ევროპული არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას. სწორედ ამიტომ, 24 ივნისს, ჩვენ გამოვაცხადებთ მოთხოვნებს საქართველოს დეოლიგარქიზაციის მიზნით და გაგაცნობთ ჩვენს სამოქმედო გეგმას. გვიკავშირდებიან საქართველოს პატრიოტი რიგითი ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც სახალხო მოძრაობაში ჩართვის სურვილს გამოხატავენ. 24 ივნისს იხილავთ და გაიცნობთ ასეთი ადამიანების ფართო გაერთიანებას, რომელიც საქართველოს შინ, ევროპისკენ გაუძღვება.

შინ ევროპისკენ!"- ვკითხულობთ სირცხვილიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა