რუსმა ოკუპანტებმა კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრს რაკეტები ესროლეს, შიგნით ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა - ზელენსკი

სულ ნახვები : 281
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

27 ივნისს რუსმა ოკუპანტებმა კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრს ორი რაკეტა ესროლეს.  შენობაში ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომლის ლიკვიდაციას მაშველები ცდილობენ.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ოკუპანტებმა რაკეტები გაისროლეს  სავაჭრო ცენტრის მიმართულებით, სადაც ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იყო. სავაჭრო ცენტრს ცეცხლი უკიდია, მაშველები ცეცხლს აქრობენ, მსხვერპლის რაოდენობა წარმოუდგენელია“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა