მაყურებლის მოთხოვნით სპექტაკლი „ანტიგონე“ განმეორებით დაიდგა

სულ ნახვები : 213
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საერთაშორისო ფესტივალის „თეატრალური იმერეთი 2022“-ის ფარგლებში, 20 ივლისს კარლო საკანდელიძის ვანის სახალხო თეატრში, მაყურებელთა მოთხოვნით სპექტაკლი „ანტიგონე“ განმეორებით დაიდგა. 

დარბაზი ამჯერადაც ვერ იტევდა მაყურებელს. ლაშა ლომჯარიამ საუკეთესო რეჟისორის პრიზი მიიღო.

ემოციებსა და წარმატებაზე რეჟისორი CNews-ს ესაუბრა:

„ემოცია, რომელიც მაყურებლიდან მოდის აუხსნელია. არ ვიცი, შეუძლებელია აგიხსნათ ის განცდა, როდესაც უყურებ ხალხით გადაჭედილ დარბაზს, რომელიც ფეხზე დგას და რამდენიმე წუთის განმავლობაში ტაშით განებივრებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ ამ სიყვარულისთვის და სიხარულისთვის“, - განაცხადა ლომჯარიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები