გიორგი გახარია პარტიას მაისში დააფუძნებს

სულ ნახვები : 3,847
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საკუთარი პარტიის დაფუძნების შესახებ განცხადებას სავარაუდოდ, მაისში გააკეთებს.

CNews-ის ინფორმაციით, გიორგი გახარია განცხადებას პირადად გააკეთებს, ხოლო მოგვიანებით, პარტიის დამფუძნებლის ყრილობაც გაიმართება.

CNews-ისთვის გახარიას გარემოცვიდან ცნობილი ხდება, რომ ამჟამად მიმდინარეობს პოზიციების შეჯერება განცხადება 26 მაისს უნდა გაკეთდეს თუ ამ დღეს გაიმართოს პარტიის დამფუძნებელი ყრილობა.

ამ დროისთვის საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი რა ერქმევა პოლიტიკურ გუნდს - განიხილება რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის ყველაზე რელევანტურად გუნდში მიიჩნევენ სახელწოდებას - „საქართველოსთვის“.

ასევე ცნობილი ხდება, რომ  ყრილობის გამართვის დღეს გახარიას პარტიის წევრები „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ გააკეთებენ განცხადებას. არ არის გამორიცხული, ხმაურიანი გადადგომებიც.

CNews-ის ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური საქმიანობა რეგიონალური სტრუქტურებისა და კადრების შესარჩევად.

უკვე თითქმის მზად არის სადამფუძნებლო დოკუმენტები.

დაწყებულია მუშაობა გახარიას საპროგრამო სიტყვის მთავარ თეზისებზე, რომელშიც იგი საკუთარ და გუნდის წევრების პასუხისმგებლობაზეც ისაუბრებს ცალკეულ საკითხებთან მიმართებაში. ასევე, აქცენტი გაკეთდება ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციასა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე, ეკონომიკური კრიზისის დაძლევაზე და სისტემურ რეფორმებზე სხვადასხვა სფეროებში.  

CNews-ის ინფორმაციით, ცნობილია ის ტელეკომპანიაც, რომლის ეთერსაც ეწვევა ყოფილი პრემიერი პარტიის დამფუძნებელი ყრილობის შემდეგ.

 

შეგახსენებთ:

* გიორგი გახარიას პოლიტიკური კარიერია 2013 წლის მარტიდან დაიწყო - საქართველოს ბიზნესომბუდსმენი გახდა და ამ თანამდებობაზე 2016 წლის ივლისამდე იკავებდა.

* 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე გახარია ეკონომიკური საბჭოს მდივანი იყო.

* 2016 წლის 18-დან 30 ნოემბრამდე საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

* 2016 წლის 27-დან 2017 წლის 13 ნოემბრამდე გახარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად მუშაობდა.

* 2017 წლის 13 ნოემბერს, გიორგი გახარია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ინიშნება. ასევე, იკავებს ვიცე-პრემიერის პოსტს.

* 2019 წლის 30 აპრილიდან 2019 წლის სექტემბრამდე იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.

* გიორგი გახარიას პოლიტიკურ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე 2019 წლის 20 ივნისის, ე.წ. გავრილოვის ღამის სისხლიანი მოვლენებია, რა დროსაც პარლამენტის წინ შეკრებილ სამოქალაქო აქტივისტებს სპეცრაზმმა თვალები დათხარა. გახარიას დღემდე არ გაუცია პასუხი კითხვაზე, თუ ვინ გასცა 20 ივნისს, მიტინგის დარბევის ბრძანება.

* 2019 წლის 8 სექტემბერს გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა.

* 2021 წლის 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა.

* 2021 წლის 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემირ-მინისტრის პოსტი დატოვა.

* 22 მარტს, ექსპრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არსად მიდის და პოლიტიკაშიც რჩება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა