საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა საფრანგეთში იმყოფება

სულ ნახვები : 354
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლობითი დელეგაცია საფრანგეთში საქმიანი ვიზიტით იმყოფება.

დელეგაციაში არიან რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი, სასწავლო ცენტრის დირექტორი გიორგი ჭუმბურიძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობებში ლევან ღვაბერიძე, ბორჯღალოსნების ყოფილი მთავარი მწვრთნელი და პრეზიდენტის მრჩეველი კლოდ სორელი, ბორჯღალოსნების ამჟამინდელი თავკაცი ლევან მაისაშვილი, 7-კაცას მწვრთნელი და ბავშვთა რაგბის განვითარების ხელმძღვანელი, ვეტერანი ბორჯღალოსანი გია ლაბაძე.

საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტთან, მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტ ბერნარდ ლაპორტთან და საფრანგეთის რაგბის ფედერაციის გენერალურ მდივანთან, რაგბი ევროპის ვიცე-პრეზიდენტ კრისტიან დულინთან საქმიანი შეხვედრა უკვე გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა მეგობრობა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს და სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს, რომელიც როგორც საფრანგეთის რაგბის კავშირთან, ასევე მსოფლიო რაგბთან და რაგბი ევროპასთან მომავალ თანამშრომლობას შეეხო: გაცვლით პროგრამებს, არსებული კავშირების გაღრმავებას და ახალი ტიპის ურთიერთობების დაწყებას. ლაპორტმა და დულინმა ქართულ დელეგაციას საფრანგეთის ნაკრების ბაზა, „მარკუსი“ დაათვალიერებინეს. ეს გამოცდილება ქართულ რაგბს ახალი სარაგბო ბაზების პროექტირებაში დაეხმარება.

ქართული და ფრანგული რაგბის მეგობრობა წლებია გრძელდება და ეს ვიზიტი ამ მეგობრობის გამყარების ნაწილია. ამაში ლომის წილი ქართველ ბორჯღალოსნებს მიუძღვით, რომლებიც ორი ათეულ წელიწადზე მეტია ფრანგულ კლუბებში წარმატებით გამოდიან, რასაც უმაღლეს დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება მოყვა.

გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები ოფიციალური ტურნირებისთვის მომზადების ეგიდით ხშირად სტუმრობენ საფრანგეთს, ჩვენი 18-წლამდელები სადღეისოდაც საფრანგეთში იმყოფებიან და რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა