ოდესას კამიკაძე დრონები დაესხნენ - არის მსხვერპლი

სულ ნახვები : 347
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მას შემდეგ, რაც ოდესის თავზე მტრის დრონი შენიშნეს, ქალაქში აფეთქებების ხმაც გაისმა. ინფორმაციას  Suspіlne-ის ტელეგრამ არხი  ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ქალაქში უცბად განგაში გამოცხადდა და მალევე ოდესის თავზე დრონები  დაფიქსირდა.  მალევე კი,   ქალაქში კვამლი შენიშნეს, გაისმა აფეთქების ხმაც. 

როგორც სარდლობა ‘’პივდენმა’’ განაცხადა,  ოდესას ზღვიდან კამიკაძე დრონებით  დაესხნენ თავს. 

„ორმა უპილოტო თვითმფრინავმა გაანადგურა ადმინისტრაციული შენობა პორტის ტერიტორიაზე, სამაშველო სამსახურები ხანძარს ებრძვიან. დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე“. - ნათქვამია შეტყობინებაში. 

ერთი  ირანული წამრმოშობის „შაჰიდ-136“ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ზღვის თავზე ჩამოაგდეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები