არანაირი ძალა არ აქვს... ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა - პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

სულ ნახვები : 152
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ამ რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციას.

„ევროპარლამენტარები თავად არიან მმართველ საბჭოში, მაგალითად „ევროპის დემოკრატიის ფონდისა“. ეს ის ფონდია, რომელიც საქართველოში „მოლოტოვის კოქტეილების“ რომანტიზებას აფინანსებს ჩუმად, რომელიც საქართველოში პარტიებს აფინანსებს, მათ ინტერესში არის რომ ეს ხარჯები დარჩეს დაფარული და ცდილობენ საკუთარი შესაძლებლობა ევროპარლამენტში გამოიყენონ ქართველ ხალხზე თავდასასხმელად“, - განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა