ნუ ვიტყვით, რომ ყველა ახალგაზრდის უკან ვიღაც დგას - ვოლსკი

სულ ნახვები : 99
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, გია ვოლსკის განცხადებით, არ არის სწორი იმის თქმა, რომ ყველა ახალგაზრდის უკან, რომელიც გამჭვირვალობის შესახებ კანონს აპროტესტებს, ვიღაც დგას.

მისი თქმით, ეს არის არასწორად მიწოდებული ინფორმაციის შედეგი, რადგანაც ახალგაზრდებს ჰგონიათ, რომ ეს კანონი მოიტანს იმ პროცესებს, რომლებიც შეაფერხებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს.

„ნუ ვიტყვით, რომ ყველა ახალგაზრდის უკან ვიღაც დგას და ვიღაც მართავს. ძალიან ბევრია, დიდი რაოდენობაა ახალგაზრდებისა, რომლებსაც არასწორი ინფორმაცია აქვს და აქ ბევრი ადამიანია ისეთი, რომელსაც შიშები აქვს იმის, რომ არ განვითარდეს პროცესი ისე, რომ დემოკრატიული მმართველობის სისტემას მიადგეს ზარალი. ზოგი ფიქრობს, რომ ეს კანონი შემდგომ გადაიქცეს იმ მექანიზმად, რომლითაც შეიძლება შეიზღუდოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა. რა თქმა უნდა არცერთი ეს მიდგომა არცერთი ეს ხედვა, რეალობას და სინამდვილეს არ შეესაბამება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა