აგენტების შესახებ კანონი წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ მისწრაფებებთან - იოზვიაკი

სულ ნახვები : 129
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თუ არ მოხდება ამ კანონის გაწვევა, საქართველო ვეღარ გადავა მოლაპარაკებების ეტაპზე, - ასე ეხმიანება „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი, იმ პროცესებს, რაც ევროპარლამენტში, საქართველოსთან მიმართებაში განვითარდა.

მისი თქმით, არცერთი ევროპარლამენტარი არ არის მომხრე აღნიშნული კანონის, რომლის მიღებასაც ცდილობს საქართველოს ხელისუფლება.

გარდა ამისა, მან ხაზგასმით აღნიშნა „მთავარ არხთან“ საუბრისას, რომ ევროკომისიას აუცილებლად მოუწევს გადახედვა რეზოლუციის, რომელიც გუშინ იქნა მიღებული. 

„მე არ შევხვედრივარ ევროპარლამენტის არცერთ წევრს, რომელიც პოზიტიურად ფიქრობს აგენტების შესახებ კანონზე. მათი აზრია, რომ საქართველო არ მიდის სწორი მიმართულებით, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ აგენტების შესახებ კანონი წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ მისწრაფებებთან. თუ არ მოხდება ამ კანონის გაწვევა ნათელია, რომ საქართველო ვეღარ გადავა მოლაპარაკებების ეტაპზე და შესაბამისად, ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. რეზოლუციის ტექსტში მითითებულია ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება და საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის გადახედვა, რაზეც ევროკომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება" - განაცხადა იოზვიაკმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა