ვუერთდები შეშფოთებას ნიკა გვარამიას საქმის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე - ანა ფოტიგა

სულ ნახვები : 235
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის მიერ, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

ფოტიგას თქმით, ის დღევანდელი, 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეშფოთებულია და აცხადებს, რომ მედიის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესება ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს მიუღებელია. 

„ვუერთდები შეშფოთებას ნიკა გვარამიას საქმის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე. საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და მედიის თავისუფლების შემდგომი გაუარესება მიუღებელია“, - აცხადებს ფოტიგა. 

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია ბრალდებულად კიდევ ე.წ. 7 000 000-ის ეპიზოდში ცნო და ამასთანავე ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა