საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის გახსნა იგეგმება

სულ ნახვები : 259
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის გახსნა და ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების გაფართოება იგეგმება.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, ამ მიზნით, უწყებაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის წევრებიც თელ-ავივში, ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულებით წამყვან, სახელმწიფო კლინიკებში იმყოფებოდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა კლინიკების ხელმძღვანელებთან და კლინიცისტებთან შეხვედრები გამართეს და ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების მიმართულებით დანერგილ პრაქტიკასა და გამოცდილებას გაეცნენ. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. შეხვედრები გაიმართა ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც, რომლებიც არასაბიუჯეტო თანხების მობილიზებით და საყოველთაო სოლიდარობით, ისრაელში ბავშვთა ონკოლოგიური სერვისების განვითარებას უწყობენ ხელს.

თელ-ავივში, ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის ვიზიტი ისრაელში საქართველოს საელჩოსადასაქართველოში ისრაელის ელჩ ჰადას მეიცადის ხელშეწყობით გაიმართა. შეხვედრებში სამუშაო ჯგუფთან ერთად, მონაწილეობდა საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია.

საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნის პროცესში უწყება განვითარებული ქვეყნების (საუკეთესო) გამოცდილების გაზიარებასა და პროცესში, უცხოელი ექსპერტების ჩართვას გეგმავს. ისრაელის შემდეგ, სამუშაო ჯგუფის წევრები, ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების მიმართულებით არსებულ პრაქტიკას გერმანიაში გაეცნობიან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მედიცინა ► Მეტის ნახვა