„მაქვს მოწოდება ექიმების მიმართ: შეწყვიტეთ მედიკამენტების მიწოდება და ნახეთ, რა მოხდება“ - გასტროენტეროლოგი „ვივამედის“ ექიმებს
![](https://cnews.ge/uploads/news_image/news_48797_1.jpg?v=1673442111)
![Მიახლოება](https://cnews.ge/uploads/others/ZoomIn-icon.png)
![გადიდება](https://cnews.ge/uploads/others/ZoomOut-icon.png)
![წაიკითხეთ მოგვიანებით](https://cnews.ge/uploads/others/Read-later.png)
![ბეჭდვა](https://cnews.ge/uploads/others/Print-icon.png)
...
„მათ უნდა მისცენ სხვა ალტერნატიული ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, რომლებიც არ იწვევენ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანებას“ - ეს განცხადება დღეს, 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გასტროენტეროლოგმა სტიუარტ ფინკელმა გააკეთა.
ფინკელის თქმით, ექიმებს სწორი ქმედებით შეუძლიათ სააკაშვილისთვის მადის გაუმჯობესება.
„რაც შეეხება მალაბსორბციას და დიარეას, მაქვს მოწოდება ექიმების მიმართ - შეწყვიტეთ მედიკამენტების მიწოდება და ნახეთ, რა მოხდება ამის მერე.
მათ უნდა მისცენ სხვა ალტერნატიული ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, რომლებიც არ იწვევენ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანებას .
უნდა მოიხსნას ორი წამალი, რომელსაც სააკაშვილს აძლევენ და რომელიც იწვევს გემოს დაქვეითებას და გულისრევას, ეს წამლები თუ მოიხსნება მადა გაუუმჯობესდება“, - განაცხადა ფინკელმა.