როგორ ამოვიცნოთ მაიმუნის ყვავილი?

სულ ნახვები : 523
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, სოციალურ ქსელში, ვირუს ,,მაიმუნის ყვავილი”-თან დაკავშირებით ვრცელ წერილს აქვწყნებს.

ბუწაშვილის თქმით, ვირუაი რთულად მიმდინარეობს პატარებში.

,, გუშინ ჯანმომ გამოაცხადა mpox (რომელსაც ადრე მაიმუნის ყვავილის სახელით ვიცნობდით) საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ. 


ამჟამად მაიმუნის ყვავილი აქტიურად ვრცელდება აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში. ჯანმოს შეფასებით შესაძლებელია ვირუსის გავრცელება მთელ აფრიკაში და კონტინენტის გარეთაც, 

თუმცა ჯერ-ჯერობით შემთხვევები კონცენტრირებულია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (DRC) და მეზობელ ქვეყნებში.


ანალოგიურად, 2022 წლის ივლისშიც ჯანმომ მაიმუნის ვირუსი საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა, რაც მოიხსნა 2023-ის მაისში, როდესაც შემთხვევები მკვეთრად შემცირდა. 


მოკლე შეხსენება ამ ინფექციის შესახებ:

დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში. 


სიმპტომები გავს ყვავილის სიმპტომებს, თუმცა უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. დასაწყისში ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის ხელის და ფეხისგულებზეც. გამონაყარი ჯერ კვანძოვანია, შემდეგ ხდება ბუშტუკოვანი, მღვრიე შიგთავსით. რამდენიმე დღეში ვითარდება ფუფხები და ცვივა.


გადაცემა სიმპტომური ადამიანიდან ხდება წვეთების და სხვადასხვა ბიოლოგიურ სითხეებთან მჭიდრო კონტაქტის გზით. ინკუბაციური პერიოდია 6-13 დღე (შეიძლება 21 დღემდეც).


დიაგნოსტიკა ხდება PCR მეთოდით. გადამტანად გვევლინება მღრღნელები და პრიმატები.


დაავადება პირველად 1958 წელს აღმოაჩინეს მაიმუნებში და სახელწოდებაც აქედან მოდის. 1970 წელს პირველად გამოვლინდა ადამიანის შემთხვევა კონგოში”,- წერს ის.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
მედიცინა ► Მეტის ნახვა