დღეიდან ონკოლოგიური პაციენტები საჭირო მედიკამენტების მიღებას პირდაპირ კლინიკაში შეძლებენ

სულ ნახვები : 682
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ცვლილება, რომლის საფუძველზეც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მარტივდება ძალაში დღეიდან შევა.

კერძოდ, პაციენტები, გადასხმისთვის საჭირო მედიკამენტს, აფთიაქში მისვლის გარეშე, პირდაპირ კლინიკაში მიიღებენ.

„სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ თუკი ამ დრომდე აუცილებელი იყო, რომ პაციენტს ჯერ კლინიკაში მიეღო რეცეპტი, შემდეგ წასულიყო, თავად მოეძიებინა მედიკამენტი და ისევ კლინიკაში დაბრუნებულიყო და იქ განეხორციელებინა გადასხმა, ამის ნაცვლად, ამიერიდან თვითონ კლინიკა, გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე, თავად უზრუნველყოფს ამ მედიკამენტის კლინიკაში მოტანას, დასაწყობებას და შემდგომ გადასხმას. ვფიქრობ, რომ ეს პაციენტისთვის სერვისის მიწოდების სტანდარტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
მედიცინა ► Მეტის ნახვა