სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს

სულ ნახვები : 93
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„კონსილიუმის შეკრებისას, მისი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის საჭიროება არ დამდგარა“ - ეს განცხადება, „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურა ჩხაიძემ დღეს, 25 თებერვალს მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გააკეთა.

ჩხაიძის განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაავადებების და კოვიდის არსებობის პერიოდში, არის რიგი გართულებების საფრთხეებიც.

„შეიკრიბა ექიმთა კონსილიუმი, კონსილიუმის გადაწყვეტილებით, პაციენტი რჩება პალატაში და უგრძელდება მკურნალობა. პალატა აღჭურვილი არის ყველა იმ აპარატურით, რაც არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ეს კარგად იცის მისმა ადვოკატმაც.

სტაბილურია მისი მდგომარეობა, ეს არის კოვიდის მსუბუქი გამოვლინება, დღეს მაგალითად ტემპერატურული გამოვლინება არ აღენიშნება, ასევე სტაბილურია რესპირატორული მდგომარეობა, მოსალოდნელი რისკები რა თქმა უნდა არსებობს“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები