2023 წლის პირველ ნახევარში საბანკო სესხებზე პროცენტი გაიზრდება? - რა პროგნოზები აქვთ ეკონომიკის ექსპერტებს?

სულ ნახვები : 240
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეკონომიკის ექსპერტის დავით რუსიას განცხადებით, დოლარსა და ევროში აღებულ სესხებზე, მოსახლეობას პროცენტი გაეზრდებათ.

რუსიას განცხადებით ეს ინფლაციურ ბრძოლასთან დაკავშირებული პროცესების გამოძახილია, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს და ასახვას საქართველოზეც პოვებს.

„საპროცენტო განაკვეთები არის გამოძახილი ინფლაციური პროცესებთან ბრძოლისა. ამიტომ, როგორც კი ინფლაციური პროცესების მსოფლიოში და შესაბამისად, საქართველოში ნელ-ნელა დასტაბილურდება, საპროცესო განაკვეთები აუცილებლად შემცირდება. თუმცა, ამის მოლოდინი ჩვენ უნდა გვქონდეს უფრო 2023 წლის მეორე ნახევრიდან. თუ ჩვენ საპროცენტო განაკვეთზე ვსაუბრობთ, გაზრდილია როგორც დეპოზიტებზე, ასევე საკრედიტო პორტფელებზე და ყველა ჯგუფში, როგორც სამომხმარებლო სესხებზე, ასევე, ბიზნეს სესხებზე, კორპორაციულზე. ჩვენ მოლოდინი არის, რომ შეიძლება დოლარში და ევროში  1%-1.5%-ით მოხდეს ეს ზრდა“, - აცხადებს რუსია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა