„ვივამედი“ დისკვალიფიცირებულია, - კლინიკამ კიდევ ერთი ტენდერი წააგო

სულ ნახვები : 17,719
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ 2023 წლის შესყიდვების გეგმის მიხედვით,ჯანდაცვის სფეროს მომსახურების (СPV- კოდი 85100000) შესყიდვის მიზნით 2023 წლის 11 იანვარს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი  NAT 230000415  .

ტენდერში მონაწილეთა შორის იყო კლინიკა"ვივამედი"

როგორც სატენდერო კომისიის ,2023 წლის 30 იანვრის ოქმიდან ირკვევა-სატენდერო კომისიის წევრები გაეცნენ სატენდერო კომისიის აპარატის წევრის დათო ძაძამიას მიერ წარმოდგენილ  ინფორმაციას ,რომ პრეტენდენტ შპს "ვივამედს " სატენდერო კომისიის ოქმი #2 განსაზღვრული დოკუმენტაცია,კერძოდ,დაზუსტებული ფასების ცხრილი და ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია დადგენილ ვადებში-სამ სამუშაო დღეში არ წარმოუდგენია.

სატენდერო კომისიამ დაადგინა:

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის 3 ქვეპუნქტის საფუძველზე მოხდეს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.

შესაბამის ოქმს ხელს აწერს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე გოჩა ჯოხაძე და კომისიის შვიდი წევრი.

ოქმი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უკვე აიტვირთა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა