საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა საბანკო ანგარიშები დაებლოკოთ - რა პრობლემებს ქმნის რუსეთის მოქალაქეების დახმარება 50 ლარად?

სულ ნახვები : 315
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში შემოსულ რუსი ეროვნების პირებს, ოკუპანტი ქვეყნიდან გადმორიცხული თანხების განაღდებაში ეხმარებიან, შესაძლოა საბანკო ანგარიშები დაებლოკოთ.

„საქართველოს საბანკო ასოციაციის“ წარმომადგენლების განცხადებით, თავდაპირველად შესაძლოა ერთგვარი ბლოკირებით შემოიფარგლონ, ხოლო შემდგომ უფრო მძიმე შედეგები დადგეს.

„დასაწყისისთვის შესაძლოა ეს ანგარიშის დახურვით შემოიფარგლოს, ან ბლოკირებით, ხოლო საბოლოოდ შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ.

რეალობაში შესაძლოა საეჭვოდ იქნას მიჩნეული კონკრეტული პირი და მას არ გაუწიონ მომსახურება“, - აცხადებენ ასოციაციაში.

ცნობისთვის, რუსეთის მოქალაქეები, ქართველი სტუდენტების დახმარებით სანქციების გვერდის ავლით, დიდი ოდენობის თანხებს ანაღდებენ, სტუდენტების კი სანაცვლოდ 50 ლარს აძლევენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა