ელისო კილაძე: ალტ ინფო უნდა აიკრძალოს

სულ ნახვები : 5,269
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გაზეთ „ქრონიკა+“ - ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, სოციალურ ქსელში, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლის დავით ქაცარავას ოჯახზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება.

კილაძის თქმით ქვეყანაში უნდა აიკრძალოს ყოველგვარი რუსული პროპაგანდა და ამ პროპაგანდის გამტარებლები, მათ შორის ალტ ინფო.

„საქართველოში რუსული პროპაგანდა უნდა გამოცხადდეს კანონგარეშედ და ალტ ინფო უნდა აიკრძალოს.

გუშინ დათო ქაცარავას მეუღლეს და მცირეწლოვან შვილს დაესხნენ თავს.

აბა გაბედეთ და ცხვირი გამოყავით რუსული ბუნაგიდან!“, - წერს კილაძე.

ცნობისთვის, დავით ქაცარავას ოჯახს, ალტ ინფოს წარმომადგენლები თავს ბენზინგასამართ სადგურზე დაესხნენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა