არასერიოზული განცხადებაა - შალვა ხაჭაპურიძე გიორგი ვაშაძეს ეხმიანება





...
არასერიოზული განცხადებაა, ასე აპირებს ვაშაძე ხელისუფლების დამარცხებას? - ამის შესახებ Cnews-ს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ პარლამენტში ქოლცენტრების საკითხზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
ხაჭაპ[ურიძის თქმით, გიორგი ვაშაძის მიერ ქოლცენტრებთან შემხებლობაში დასახელებული პირი, ჩაჩიკო გასოევი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირია, რომელიც ერთ-ერთ საქმეში ფულის გათეთრების საქმეში გამართლდა.
„ქოლცენტრებთან კავშირში ასახელებს ჩაჩი გასოევს, რომელიც 2 წელია პატიმრობაშია. ეს უკავშირდება „ფორექსს“. რაც შეეხება მეორე საქმეს - ფულის გათეთრებაზე ჩაჩი გამართლდა და ახლა საქმეზე სააპელაციო სასამართლოში ვდავობთ.
„ფორექსს“ რა კავშირი აქვს ქოლცენტრთან? პოლიტიკოსისგან ასეთი არასერიოზული განცხადება გაუგებარია. ასე უნდა მაგას ხელისუფლება დაამარცხოს?“, - განუცხადა Cnews-ს ხაჭაპურიძემ
ცნობისთვის, ჩაჩი გასოევი ქართული ოცნების დეპუტატის, ისკო დასენის შვილების ბიზნეს პარტნიორი და თავად დეპუტატის ნათესავია. .
დღეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქოლცენტერვბის საქმესთან კავშირში ისკო დასენის ოჯახი და მისი ბიზნესპარტნიორები დაასახელა.