ათი ათასი აუცრელი ბავშვი საქართველოში?!

სულ ნახვები : 352
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორისა და იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში წითელას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. არის იმის შესაძლებლობა რომ ბავშვებში ინფიცირების მასშტაბი გაიზარდოს და გარდაცვალების შემთხვევებიც.

„ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს მეორე ვაქცინით მოცვასთან დაკავშირებით.სულ  78% - ია მეორე ვაქცინის მაჩვენებელი. ციფრობრივად ეს არის ათი ათასი აუცრელი ბავშვი ქვეყანაში. ანუ, 5 წლის ასა

კის მოსახლეობაში 10 000 აუცრელი ბავშვია. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ამ ბავშვების მშობლებმა სწრაფად არ გაიაზრეს, თუ რა რისკი შეიძლება მოჰყვეს ამას, 10 000 არავაქცინირებული ბავშვი დაგვიბრუნდება მძიმე გართულებად, ენცეფალიტად, ფილტვების ანთებად. სერიოზული შემთხვევების რისკი ძალიან მაღალია,“- ამბობს ივანე ჩხაიძე და რეკომენდაციას გასცემს დროულ  აცრებზე  ვინც ჯერაც არ აცრილან წითელაზე: “დროულად მიმართონ ვაქცინაციის კაბინეტს ვისაც გაკეთებული არ აქვს“- აცხადებს ივანე ჩხაიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მედიცინა ► Მეტის ნახვა