ხვალ, 26 მაისი კი არა 25 თებერვალია - ირმა გორდელაძე

სულ ნახვები : 369
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, იქ სადაც გასულ წელს 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, საქართველოს და ევროკავშირის დროშები იყო გამოფენილი, ახლა მხოლოდ ე.წ. კუბოებია განთავსებული.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, ხვალინდელი დღე, ევროკავშირის დროშების გარეშე, უფრო 25 თებერვალს ჰგავს, ვიდრე 26 მაისს.

„ეს არის მარაზმი, აღნიშნავდე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და უკანალში უძვრებოდე რუსეთს. ჩვენი მთავრობის რიტორიკა, რასაც ისინი ახორციელებენ ევროკავშირის წინააღმდეგ, ევროკავშირის იმ 12 პუნქტის შეუსრულებლობა, რუსეთთან ფრენების აღდგენა, ყველაფერი ეს იქითკენ არის მიმართული, რომ ჩვენ გავფორმდეთ რუსეთის გუბერნიად. ხვალ 26 მაისი კი არ არის, 25 თებერვალია“, - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე.

ცნობისთვის, ევროკავშირის დროშები მიმდინარე წელს, არსად არ არის განთავსებული ევროკავშირის სიმბოლიკა, რამაც საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა