26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

სულ ნახვები : 296
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს დაიბადა და სიცოცხლეშივე გახდა გმირი და ლეგენდა.

მერაბ კოსტავა გახლდათ დისიდენტი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მუსიკათმცოდნე და  პოეტი. იგი რამდენიმეჯერ დააპატიმრეს ანტისაბჭოტა აგიტაცია-პროპაგანდისთვის. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ზვიად გამსახურდიასთან ერთად გააძლიერა ანტისაბჭოური მოძრაობა საქართველოში.

მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს ხარაგაულთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ტრაგედიის დეტალები დღემდე ბუნდოვანია. საზოგადოებას დღემდე ჯერა, რომ ეს ავტოსაგზაო შემთხვევა საბჭოთა მთავრობის მიერ იყო „მოწყობილი“.

2013 წელს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მერაბ კოსტავას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა