უსამართლოდ ერთი ადამიანის ციხეში ყოფნაც ძალიან დიდი მიქარვაა - ცოტნე კობერიძე

სულ ნახვები : 352
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...


უსამართლოდ ერთი ადამიანის ციხეში ყოფნაც ძალიან დიდი მიქარვაა - აცხადებს გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი, ცოტნე კობერიძე. მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ ნიკა გვარამიას პრეზიდენტი8 შეიწყალებს:

"ჩემი მთავარი სათქმელი არის ის,რომ თუ გვინდა ვცხოვრობდეთ ნორმალურ ქვეყანაში, ქვეყანაში უნდა იყოს ნორმალურად გამოხატული და დაცული სიტყვის თავისუფლება. უსამართლოდ ერთი ადამიანის ციხეში ყოფნაც ძალიან დიდი მიქარვაა.იმიტომ რომ არ შეიძლება არ გვაღელვებდეს ადამიანის თითოეული წამი და ვიცოდეთ ყველამ რომ ეს ტყუილად ზის, ეს ყველას ესმოდეს, მაგრამ მეორე მხრივ ეს ყველას ეკიდოს და ამას მივეჩვიოთ. არ გვინდა, რომ ასეთ საკითხებს მივეჩვიოთ. თუ ამგვარ საკითხებს მივეჩვევით, ეს ნიშნავს იმას, ჩვენ როგორ სახელმწიფოს, როგორც ერს გვაქვს პრობლემა. მოლოდინები პრეზიდენტის შეწყალებაზე ნაკლებად მაქვს, სალომე ზურაბიშვილმე მე მოლოდინები ძალიან გამიცრუა. კარგი იქნება თუ ის რაღაც ნაბიჯს გადადგამს, მაგრამ დავიღალეთ ამდენ ლოდინში. ვინც სულ რაღაცას ელის არის სულელი, როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა" -განაცხადა ცოტნე კობერიძემ CNEWSთან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა